Accessibility links

ევროკავშირმა სანქციები გაუგრძელა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმს


ევროკავშირის საბჭომ სანქციები კიდევ ერთი წლით გაუგრძელა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმს და სევასტოპოლს. 2014 წლიდან მოქმედი სანქციებით, ევროკავშირის ქვეყნებს ეკრძალება ყირიმიდან პროდუქციის იმპორტი, ანექსირებულ რეგიონში ინვესტიციების განხორციელება და ტექნოლოგიების და სხვა საქონლის ექსპორტი. გარდა ამისა, ევროკავშირის სახელმწიფოთა საკრუიზო გემებს ეკრძალება ყირიმის პორტებში შესვლა, თუ ამას არ მოითხოვს გადაუდებელი აუცილებლობა. სანქციების მოქმედების ვადა 2019 წლის 23 ივნისამდე გაგრძელდა. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყირიმი და სევასტოპოლი უკრაინის ნაწილია.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG