Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობის ფორმალურ შემადგენლობაში სამი ცვლილება მაინც იქნება


საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის ინფორმაციით, მთავრობის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტმა ნდობა ამ კვირაში უნდა გამოუცხადოს, საგარეო საქმეთა, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების მოვალეობის შემსრულებლების ნაცვლად მათი მოადგილეები იქნებიან წარდგენილნი მინისტრობის კანდიდატებად.

საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრების მოვალეობას ამჟამად მიხეილ ჯანელიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი ასრულებენ, ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე კი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია. მან დღეს განაცხადა, რომ სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე უნდა შემცირდეს, რასაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების სჭირდება, ამიტომ ამ ეტაპზე პარლამენტს ნდობის მისაღებად წარედგინება მთავრობის დღევანდელი ფორმალური შემადგენლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG