Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბესელია: იუსტიციის და სასჯელაღსრულების სამინისტროების შესაძლო გაერთიანება მსჯელობის საგანია


ეკა ბესელია
ეკა ბესელია

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ადასტურებს, რომ მსჯელობის საგანია იუსტიციის და სასჯელაღსრულების სამინისტროების შესაძლო გაერთიანება.

„ეს ადრეც იყო მსჯელობის საგანი და ეხლაც დგას დღის წესრიგში, თუმცა, გადაწყვეტილებას ბუნებრივია, მას შემდეგ მივიღებთ, რაც მთლიანობაში დავინახავთ ამ სტრუქტურულ ცვლილებებს“ - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობის და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის შეხვედრის შემდეგ. რაც შეეხება იმას, გაერთიანების შემთხვევაში ვინ უხელმძღვანელებს სამინისტროს, ბესელიას ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე მსჯელობა იქნება მოგვიანებით, სტრუქტურული ცვლილებების საკითხის გადაწყვეტის შემდეგ. იუსტიციის სამინისტროს ამჟამად თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, ხოლო სასჯელაღსრულების სამინისტროს კახა კახიშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG