Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებულია "აუდის" ხელმძღვანელი


რუპერტ შტადლერი ახალი ავტომანქანის პრეზენტაციაზე. ფრანკფურტი, 2017 წლის 12 სექტემბერი
რუპერტ შტადლერი ახალი ავტომანქანის პრეზენტაციაზე. ფრანკფურტი, 2017 წლის 12 სექტემბერი

გერმანიაში დააკავეს საავტომობილო კონცერნის, „აუდის“ ხელმძღვანელი რუპერტ შტადლერი. მიუნხენის პროკურატურის ინფორმაციით, შტადლერი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, რათა ვერ შეძლოს გამოძიებისთვის ხელისშეშლა. „აუდის“ ხელმძღვანელი ფიგურირებს „დიზელის სკანდალის“ სახელით ცნობილ საქმეში. საუბარია ავტომანქანებზე, რომელთა პროგრამული სისტემა ხელოვნურად ამცირებს მავნე გამონაბოლქვის მაჩვენებელს. გამოძიება მესამე წელია მიმდინარეობს და ამ დროისთვის მიუნხენის პროკურატურის მიერ სულ ბრალდებულია ოცამდე პირი. გასულ კვირაში გერმანიის საავტომობილო ტრანსპორტის ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ პროგრამით მანიპულირების გამო ბაზრიდან გაიწვია A6 და A7 მოდელის 60 ათასამდე ავტომანქანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG