Accessibility links

საქართველოს პარლამენტს წარედგინა მთავრობის შემადგენლობა


საქართველოს პარლამენტს ნდობის მისაღებად ოფიციალურად წარედგინა მთავრობის შემადგენლობა, რომელშიც მინისტრობის სამი ახალი კანდიდატია. საგარეო საქმეთა, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების და ფინანსთა მინისტრებად დასახელებულნი არიან მინისტრების მოადგილეები დავით ზალკალიანი, გიორგი ჩერქეზიშვილი და ნიკოლოზ გაგუა. დანარჩენი შემადგენლობა უცვლელია. საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განმარტებით, ამ ეტაპზე პარლამენტს ნდობის მისაღებად წარედგინა მინისტრთა კაბინეტის ფორმალური შემადგენლობა. ბახტაძის თქმით, ახალი სამთავრობო პროგრამით, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე უნდა შემცირდეს, რასაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები და დრო სჭირდება.

„შედეგად ვიღებთ ვითარებას, როცა ხვალ პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად უნდა წარვდგეთ დღეს არსებული სამთავრობო სტრუქტურით და კაბინეტის წევრთა ფორმალური შემადგენლობით, ხოლო დაახლოებით ორი-სამი კვირის შემდეგ, როცა საკანონმდებლო და საკადრო ცვლილებები განხორციელდება და დასრულდება კონსულტაციები პარლამენტში, პროცედურა - განხილვები კომიტეტებში, ფრაქციებში და პლენარულ სხდომაზე ხელახლა უნდა გავიაროთ უკვე განახლებულ მინისტრთა კაბინეტთან ერთად“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მისი ინფორმაციით, განახლებულ კაბინეტში ახალი სახეებიც იქნებიან.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG