Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში უსმენენ მინისტრობის კანდიდატებს


საქართველოს პარლამენტში დაიწყო მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა. კომიტეტების, ფრაქციების და უმრავლესობის და უმცირესობის სხდომებზე მინისტრობის კანდიდატების მოსმენა 17 საათამდე გაგრძელდება. ხვალ გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც კენჭი ეყრება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ შემადგენლობაში მინისტრობის სამი ახალი კანდიდატია. საგარეო საქმეთა, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების და ფინანსთა მინისტრებად დასახელებულნი არიან მინისტრების მოადგილეები დავით ზალკალიანი, გიორგი ჩერქეზიშვილი და ნიკოლოზ გაგუა. დანარჩენი შემადგენლობა უცვლელია. მამუკა ბახტაძის განმარტებით, ამ ეტაპზე პარლამენტს ნდობის მისაღებად წარედგინა მინისტრთა კაბინეტის ფორმალური შემადგენლობა. ბახტაძის განცხადებით, ახალი სამთავრობო პროგრამით, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე უნდა შემცირდეს, რასაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები და დრო სჭირდება და ამ პროცესის დასრულების შემდეგ, დაახლოებით ორ-სამ კვირაში პარლამენტს წარედგინება მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა.

XS
SM
MD
LG