Accessibility links

გიორგი გახარია ვარაუდობს, რომ მინისტრის თანამდებობას სამი კვირის შემდეგაც შეინარჩუნებს


გიორგი გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი, გიორგი გახარია ვარაუდობს, რომ მალე მესამედ მოუწევს პარლამენტისთვის მიმართვა. „ჩემთვის დიდი პატივია მოგმართოთ და ასევე მხვდა წილად ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე მეორედ მქონდეს საშუალება მივმართო პარლამენტს და როგორც ჩანს, სულ მალე კიდევ მესამედ მომიწევს პარლამენტისთვის მიმართვა, ალბათ“ - განაცხადა გახარიამ 19 ივნისს, საპროცედურო საკითხთა და წესების, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის თქმით, სამინისტრო კონცენტრირებულად მუშაობს რეფორმებზე, რომელთა მიზანია უსაფრთხოების და მართლწესრიგის ხარისხის გაზრდა. გიორგი გახარიას განცხადებითვე, ძირითადი რესურსები მიემართება იმისკენ რომ შსს-ში საგამოძიებო კომპონენტი სულ უფრო გაძლიერდეს.

გახარიამ ისაუბრა სოციალურ საკითხებზეც. კერძოდ, მისი ინფორმაციით, 1 ივლისიდან 13 200 პოლიციელს ხელფასი გაეზრდება 250-250 ლარით, რაც შესაძლებელი გახდა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით, ასევე, პოლიციელების სოციალური გარანტიების გასაზრდელად დაიწყება ბინათმშენებლობის პროგრამა, რომელიც მოიცავს თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, ზუგდიდსა და რუსთავს.​


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG