Accessibility links

გიორგი გახარია: ,,ხორავას ქუჩის საქმეზე ყველა მიმართულებით ვმუშაობთ”


„ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით ყველა მიმართულებით ვმუშაობთ“,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა. გიორგი გახარია ხორავას ქუჩის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის ირმა ნადირაშვილის კითხვას გამოეხმაურა ხორავას საქმის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ: „პარლამენტში შექმნილი კომისიის ფარგლებში უფრო დეტალურად ვისაუბრებთ ამაზე,სწორედ აქედან გამომდინარე, არ გამიკეთებია კომენტარები ამ თემასთან დაკავშირებით, თუმცა გამოძიება მიმდინარეობს აქტიურად დახაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გამოძიება არ გამორიცხავს არც ერთ მიმართულებას. ჩვენ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, შესაბამისად,ყველა ის შედეგი, რომელიც დადგება ამ გამოძიების ფარგლებში, იქნება ღია, სამართლიანი და მას ასევე გაეცნობა ყველა ჩვენი მოქალაქე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG