Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანი არ გამორიცხავს, რომ მინისტრი აღარ იქნება


თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა და მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა არ გამორიცხა, რომ როგორც მინისტრი პარლამენტში ბოლოჯერ გამოდის. “მე შეიძლება ბოლოჯერ მეძლევა აქ თქვენს წინაშე გამოსვლის საშუალება ამ რანგში“ - განაცხადა წულუკიანმა საპროცედურო საკითხთა და წესების, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას. თეა წულუკიანის შეფასებით, მისი მინისტრობის პერიოდში განხორციელებული რეფორმების მთავარი ეფექტი ის არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა, მისი ახალი დანაყოფები პარტიებად რომ ჩამოყალიბდნენ, დღეს საერთო სასამართლოებს და საკონსტიტუციო სასამართლოს ვეღარ ალაგებენ ისე, როგორც უნდათ და ამიტომ არიან უკმაყოფილოები ამ რეფორმებით.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG