Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მომავალ სამთავრობო გუნდს ორ კვირაში წარადგენს


საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, მამუკა ბახტაძე კვლავ არ ასახელებს, თუ ვინ დარჩება დღევანდელი მთავრობის შემადგენლობიდან მინისტრთა კაბინეტში, რომელსაც პარლამენტს წარუდგენს სამინისტროების 14-დან 11-მდე შემცირების შემდეგ. ბახტაძის თქმით, ამ ეტაპზე პარლამენტისგან ითხოვენ ნდობას, რათა წარმოადგინონ „მცირე მთავრობის კონცეფცია,“ რომლის საფუძველზეც შეძლებენ ახალი სამთავრობო პროგრამის რეალიზაციას. „მე მინდა ამ შემთხვევაში ყურადღება გავამახვილო პროგრამაზე და გამოწვევებზე, რომლებიც დღეს აქვს ქვეყანას და პროგრამა ამ გამოწვევებს პასუხობს, მაგრამ იმისთვის, რომ მთავრობა იყოს ეფექტური და ოპერატიული, საჭიროა ჯერ მივიღოთ მცირე მთავრობის კონცეფცია და შედეგად დავიწყოთ წარმოდგენილი პროგრამის რეალიზაცია" - განუცხადა 19 ივნისს, პარლამენტში ჟურნალისტებს მამუკა ბახტაძემ. მისი თქმით, კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ, ორ კვირაში საზოგადოებას წარუდგენს გუნდს, რომელთან ერთადაც აიღებს პასუხისმგებლობას სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG