Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ბახტაძე: „მმართველობა იქნება ადამიანებზე ორიენტირებული"


„ჩვენ გვჭირდება აქტიური პოლიტიკა რეფორმების გასატარებლად“, - განაცხადა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მას შემდეგ, რაც მინისტრობის კანდიდატებმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომებზე საკუთარი პროგრამები წარადგინეს: „კარგად გავიაზროთ, თუ რა გამოწვევებია დღეს ქვეყნის წინაშე და რა უნდა იყოს ჩვენი ამოცანები, მიზნები და პოლიტიკა, რომ ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ ეფექტურად. მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ იმისთვის, რომ ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ ეფექტურად, აუცილებელია, სახელმწიფოს მმართველობითი უწყებების და სტრუქტურების მოდერნიზაცია, იმდაგვარი მოდერნიზაცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს ვიყოთ უფრო ოპერატიულები, უფრო ეფექტურები. და სანამ ამ გადაწყვეტილებებიდან მიღებული რეალური სიკეთე მივა მოქალაქემდე, ეს დრო იყოს მაქსიმალურად გამოყენებული. ვფიქრობ, რონ ჩვენ გვჭირდება აქტიური პოლიტიკა რეფორმების გასატარებლად და გვჭირდება ისეთი მოქნილი და მცირე ზომის სტრუქტურები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ ამოცანების შესრულებას. აქედან გამომდინარე, იმ პროგრამის რეალიზაციისთვის, რომელიც მოისმინეთ, აუცილებელ წინაპირობად მიმაჩნია, რომ გვქონდეს საშუალება უახლოეს პერიოდში კანონპროექტის სახით წარმოვადგინო მცირე ზომის მთავრობის კონცეფცია. რომლის მიხედვითაც, ჩვენი მმართველობითი გადაწყვეტილებები იქნება ოპერატიული და ადამიანებზე, ჩვენს მოქალაქეებზე ორიენტირებული“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG