Accessibility links

მამუკა ბახტაძე: "ეკონომიკური სისტემა უნდა გახდეს სამართლიანი"


პრემიერმინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის ინიციტივით გადასახადის გადამხდელებს 2013 წლამდე არსებული დავალიანებები ჩამოეწერებათ.
ამ ინიციატივის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
„როცა ჩვენ ვსაუბრობთ უსამართლო წესებზე ეკონომიკაში, ამის ნათელი მაგალით იყო 2011-2012 წლები, როცა ჩვენს მეწარმეებს და ქართული კომპანიების მნიშვნელოვან ნაწილს დაარიცხეს არასწორი საგადასახადო ვალდებულებები. ჩვენ გვსურს ეკონომიკაში თითოეული აქტივი მონაწილეობდეს სრუფასოვდან. ჩვენი პირველი
ინიციტავა შეეხება იდეას, რომ სრულად ჩამოვაწეროთ საგადასახადო დავალიანება ყველა გადამხდელს 2013 წლის 1 იანვრამდე“ .
ინიციატივა, მამუკა ბახტაძის განცხადებით, დაახლებით 36 ათას გადამხდელს შეეხება. ამას გარდა პრემიერმინისტრობის კანდიდატის განცხადებით ადგილობრივი ფარმაცევტული კომპანიები უნდა გათავისუფლდნენ დამატებითი ღირებულების გადასახადისგან, როგორც ეს იმპორტიორებთან მიმართებით ხდება, რათა ადგილობრივი ბაზარი გახდეს კონკურენტუნარიანი.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG