Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ბახტაძე ეკოომბუდსმენის პოსტის შემოღების ინიციატივით გამოდის


„ჩვენი ბუნება არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. ხოლო ის, რაც ბოლო წლებში მივიღეთ, არის ძალიან გულდასაწყვეტი. ამ პრობლემას სჭირდება ძალიან პრინციპული მიდგომა“, - განაცხადა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას:„აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტს ვთავაზობ შეიქმნას ეკოომბუდსმენის პოსტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საჯარო სექტორთან ერთად უფრო აქტიურად დავიცვათ და განვავითაროთ ჩვენი ბუნება. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პირობა საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარებისათვის“.

ეკოომბუდსმენის პოსტის შემოღების შესახებ მამუკა ბახტაძე ინტერნეტმომხმარებლებს გამოკითხვაში მონაწილეობას სთავაზობს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზეც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG