Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საქართველოს პატრიოტები“ მხარს არ დაუჭერს „დროებით მთავრობას“


მინისტრობის კანდიდატები პარლამენტში
მინისტრობის კანდიდატები პარლამენტში

„დროებით მთავრობას ჩვენ ნდობას ვერ გამოვუცხადებთ, რადგან თქვენ თვითონ არ ენდობით ამ მთავრობას და ჩვენ როგორ უნდა დავუჭიროთ მას მხარი?“ - მიმართა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა ირმა ინაშვილმა პრემიერმინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძეს.

ირმა ინაშვილის თქმით, ფრაქცია დაელოდება მთავრობის სტრუქტურის ცვლილებას და მინისტრთა ახალი კაბინეტის დასახელებას.

მამუკა ბახტაძის თქმით, უახლოეს სამ-ოთხ კვირაში შეიცვლება მთავრობის სტრუქტურა „მცირე მთავრობის კონცეფციის“ შესაბამისად, რაც სამინისტროების რაოდენობის შემცირებას ითვალისწინებს.

ირმა ინაშვილმა პრემიერმინისტრობის კანდიდატს ასევე მოუწოდა ოპოზიციასთან თანამშრომლობისკენ.

„ოპოზიცია გარიყულია პროცესებისგან. თქვენ ოპოზიცია გჭირდებათ მაშინ, როცა მთავრობის დამტკიცება ხდება“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG