Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ბახტაძე: საქართველო ასე ახლოს ნატოსთან და ევროკავშირთან არასდროს ყოფილა


მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე

„საქართველო ასე ახლოს არც ნატოსთან და არც ევროკავშირთან არასდროს ყოფილა და ამას ადასტურებს კონკრეტული ხელმოწერილი ხელშეკრულებები და ის სიკეთეები, რასაც ჩვენი მოქალაქეები იღებენ ამ ხელშეკრულებებიდან“, - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე. მისი განმარტებით, ქვეყანას აქვს ძალიან დიდი მიღწევები ევროსტრუქტურებთან ინტეგრაციის მიმართულებით და ამას კარგად გრძნობენ მოქალაქეებიც „დაწყებული სავიზო ლიბერალიზაციით ,დასრულებული ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით“.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე პრემიერმინისტრობის კანდიდატთან დასმულ შეკითხვაზე ფრაქციის წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ “ღარიბ, დაუცველ, სრულიად ჩამოშლილი უსაფრთხოებისა და უშიშროების სისტემის მქონე ქვეყანას, სადაც პოლიტიზებული მართლმსაჯულება არსებობს და სამართალდამცავი სტრუქტურები პოლიტიკური ოპოზიციის დევნისთვის გამოიყენება, ადგილი ევროკავშირსა და ნატოში არ აქვს და არც ექნება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG