Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია მელიას: „მადლობა ასეთი ემოციური და შთამბეჭდავი პერფორმანსისთვის“


შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია პარლამენტში
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია პარლამენტში

„მადლობა ასეთი ემოციური და შთამბეჭდავი პერფორმანსისთვის“, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ნაციონალური მოძრაობის წევრ ნიკა მელიას პარლამენტში გამართულ სხდომაზე. ნიკა მელიამ გიორგი გახარიას იმ სამართალდამცველების ფოტოები გადასცა, რომლებმაც მისი თქმით, ის 11 ივნისს, რუსთაველზე, აქციის მსვლელობისას დააკავეს: „ბატონო გახარია, თქვენ ხართ პასუხისმგებელი პირი, რომელმაც პირადად გაეცით დავალება, შეშინებულმა, და არ მიხარია ამას რომ ვამბობ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრზე, მაგრამ ეს ფაქტია, რომ არ არსებობს მსგავსი პრეცედენტი, რომ სამმართველოს უფროსები და დეპარტამენტის უფროსები პირადად იტაცებდნენ ოპოზიციური პარტიის დეპუტატს“.

გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა იმ პოლიციელებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე გამართული აქციებისას საზოგადოებრივ წესრიგს იცავდნენ და ნიკა მელიას უპასუხა, რომ მსგავსი ფაქტის გამეორების შემთხვევაში, სამართალდამცველები მას კვლავ დააკავებდნენ: „პირველ რიგში, თითოეულ იმ პოლიციელს, რომელიც ამ დღეებში რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა, დიდ მადლობას ვუხდი. ამ ხალხმა, პოლიტიკურად ანგაჟირებული ზოგიერთი პოლიტიკოსისგან მოისმინა უდიდესი შეურაცხყოფა. ახლა რაც შეეხება თქვენს კონკრეტულ შემთხვევას, თქვენ უხეშად არღვევდით წესრიგს, აყენებდით შეურაცხყოფას პოლიციას და მიგიძღვით ბრალი იმაში, რომ პოლიციის მოთხოვნას არ ექვემდებარებოდით. მსგავსი შემთხვევის გამეორების შემთხვევაში, იგივე შედეგი იქნება, გარწმუნებთ".

ნიკა მელია სამართალდამცავებმა 11 ივნისს დააკავეს აქციაზე „ნუ მომკლავ“. შსს-ის ინფორმაციით, ის საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG