Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში დემონსტრანტებმა სცადეს პარლამენტის შენობაში შეჭრა


კიევში პოლიციელები დაუპირისპირდნენ დემონსტრანტებს, მათ შორის მაღაროელებსა და ჩერნობილის ვეტერანებს. 2000-მდე დემონსტრანტის ნაწილმა პოლიციის კორდონი გაარღვია და უკრაინის პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადა. ცნობების თანახმად, პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა, მაგრამ მაინც ვერ შეაჩერა საპროტესტო აქცია. მასში მაღაროელებთან და ჩერნობილში 1986 წლის ბირთვული კატასტროფის შემდეგ სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე პირებთან ერთად ჩართული იყვნენ ავღანეთის ომის ვეტერანები და ჯარისკაცები, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებს ებრძოდნენ. ისინი მოითხოვენ შეღავათებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას, ისევე როგორც ვეტერანების სოციალური დახმარების გაზრდას და ქვანახშირის მრეწველობის უკეთ დაფინანსებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG