Accessibility links

სასამართლომ გააუქმა კიშინიოვის მერის არჩევნების შედეგი


ანდრეი ნესტასე

კიშინიოვის სასამართლომ ბათილად ცნო მოლდავეთის დედაქალაქის მერის არჩევნების მეორე ტურის შედეგი, რომლის თანახმად, არჩევნებში გაიმარჯვა პროევროპელმა კანდიდატმა, ანდრეი ნესტასემ. სასამართლოს გადაწყვეტლებით, 3 ივნისს ჩატარებული მეორე ტურის დროს იყო დარღვევები, რომლებმაც გავლენა მოახდინეს კენჭისყრის შედეგზე. კიშინიოვის სასამართლოში იჩივლა „სოციალისტურმა პარტიამ,“ რომლის კანდიდატი იონ ჩებანი მერის არჩევნების მეორე ტურში დამარცხდა. პრორუსულად განწყობილი სოციალისტების მტკიცებით, ნესტასეს მხარდასაჭერად აგიტაციას ეწეოდნენ პოლიტიკოსები რუმინეთიდან და ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან, რაც მოლდავეთის კანონმდებლობით აკრძალულია.

თავის მხრივ, პროევროპული პარტიის, „ღირსების და სიმართლის“ ლიდერმა, ანდრეი ნესტასემ და მისმა მოკავშირეებმა კიშინიოვის სასამართლო დაადანაშაულეს პოლიტიკურად მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღებასა და ოლიგარქ ვლად პლახოტნიუკის დაკვეთის შესრულებაში. ნესტასემ განაცხადა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და მხარდამჭერებს საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდა.

კიშინიოვის სასამართლოს განაჩენით უკმაყოფილოა მოლდავეთის პრეზიდენტი იგორ დოდონიც, თუმცა, სხვა მიზეზით. დოდონი მიიჩნევს, რომ სასამართლოს არჩეულ მერად უნდა გამოეცხადებინა სოციალისტი ჩებანი. კიშინიოვის მერის არჩევნების მეორე ტურში, ჩებანმა ხმების 47% მიიღო, ნესტასემ კი 52%.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG