Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აკაკი ზოიძე: არ ვაპირებთ წავართვათ მდიდარს და მივცეთ ღარიბს


აკაკი ზოიძე
აკაკი ზოიძე

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის შეფასებით, სიღარიბეა საქართველოს ყველაზე დიდი, ეგზისტენციალური გამოწვევა.

„საქართველოს ყოველი მესამე მოქალაქე თვლის თავს ღარიბად, ყოველი მერვე კი იღებს სოციალურ შემწეობას, რაც შედეგია დიდი მასშტაბის სტრუქტურული უმუშევრობის და არასრული დასაქმებისა, რომლებიც წლების განმავლობაში იყო ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის მიდგომა, რომ სიღარიბე დაიძლიოს ეკონომიკის ინკლუზიური ზრდით, ერთადერთი სწორი გზაა.

„ეკონომიკის ინკლუზიური ზრდა ჩვენს ზოგიერთ ოპონენტს არასწორად ესმის. არავითარ შემთხვევაში არ იგულისხმება პრინციპი „წავართვათ მდიდარს და მივცეთ ღარიბს“. თავი რომ დავანებოთ დეტალურ ახსნას, ჩვენ ისედაც არ ვართ მდიდარი ქვეყანა და არც იმ რაოდენობის მდიდრები გვყავს, რომ ასეთი მიდგომით დავძლიოთ სიღარიბე. მთავრობის ახალი გუნდის მიდგომა ასეთია: უფრო მეტი სიმდიდრის შექმნა და ამ ნამატის გადანაწილება უფრო მეტ ადამიანზე, რაც შესაძლებელი იქნება მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობით, საგადასახადო ამნისტიით და ფინანსურ სექტორში სამართლიანი წესების დამკვიდრებით“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც დეპუტატები განიხილავენ მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის („თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“) ნდობის გამოცხადების საკითხს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG