Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქიის შედეგად გარესამყაროს მოწყვეტილი სოფელი დროებითი გზით ისარგებლებს


დაზიანებული გზა სოფელ ჭერემში
დაზიანებული გზა სოფელ ჭერემში

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოეწყო დროებითი, ალტერნატიული გზა, რომლითაც მაღალმთიანი სოფელი ჭერემი დაუკავშირდება დანარჩენ მუნიციპალიტეტს. 17 ივნისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ გზა დაანგრია, რის შედეგადაც ჭერემი გარესამყაროს მოწყდა. კახეთის რეგიონის ამ მაღალმთიან სოფელში მუდმივად ცხოვრობს 15 ოჯახი. ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ დანგრეული გზის აღდგენა გამოდარების შემდეგ დაიწყება. ამ დრომდე წყალი არ მიეწოდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის 9 სოფელს, რომელიც ჭერემში მდებარე სათავე ნაგებობიდან მარაგდება. ეს ნაგებობაც სტიქიამ დააზიანა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის განცხადებით, სათავე ნაგებობების აღდგენა უამინდობის გამო ვერ ხერხდება.

XS
SM
MD
LG