Accessibility links

გიორგი გახარია: ნარკოტიკებთან ბრძოლა შსს-ის პრიორიტეტია


გიორგი გახარია პარლამენტში

„ნარკოტიკებთან ბრძოლა არ დაწყებულა „ბასიანით“ და არც დამთავრდება „ბასიანით“, - აღნიშნა მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ. მისი განმარტებით, დღეის მდგომარეობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი სწორედ ნარკოტიკებთან ბრძოლაა. „შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არ იარსებებს დახურული სივრცეები მაშინ, როდესაც საკითხი ეხება ნარკოტიკებს. ჩვენ ყოველთვის მაქსიმალურს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა სახის ნარკოტიკთან ბრძოლა იყოს ეფექტური. თუმცა ნარკოტრაფიკი ტრანსსასაზღვრო პრობლემაა და ამიტომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები გვეხმარებიან ამ მიმართულებით.“

გიორგი გახარიამ ეფექტური პარტნიორობისთვის მოუწოდა საქართველოს პარლამენტსაც და იმედი გამოთქვა, რომ მთავრობა საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი მხარდაჭერით ისარგებლებს როგორც ნარკოტიკების გავრცელების, ისე ქურდული სამყაროს წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწაში.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG