Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფო კილაძე: ჩვენ დავამყარეთ გასაოცარი დემოკრატია


სოფო კილაძე
სოფო კილაძე

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ამბობს, რომ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ შეასრულა ბიძინა ივანიშვილის დაპირება და საქართველოში შექმნა მაღალი დონის დემოკრატია.

„ჩვენი ოპონენტები ხშირად ქილიკობენ ჩვენი ლიდერის, ბატონ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამზე, გასაოცარ დემოკრატიას დავამყარებთო. ეს არ არის საქილიკო საკითხი, რადგანაც ჩვენს ქვეყანაში მართლაც ისეთი მაღალი დონის დემოკრატიაა, რომ თამამად და ღირსეულად შეგვიძლია ვამტკიცოთ ეს. ბევრი მაჩვენებლით, დემოკრატიის კუთხით, ჩვენ ვართ ევროპის წამყვან ქვეყნებს შორის და ამის თვალსაჩინო მაგალითია სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი სარჩელების რაოდენობა“,- განაცხადა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სოფო კილაძემ. მისი თქმით, ევროსაბჭოს 47 ქვეყანას შორის საქართველო იმყოფება მე-12 ადგილზე წარდგენილი სარჩელების სიმცირის მიხედვით.

„ეს მაჩვენებელი არის უპირველესი ინდიკატორი იმისა, რომ ჩვენთან ადამიანის უფლებების დაცვა თვისებრივად მაღალ საფეხურზე დგას“, - თქვა სოფო კილაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG