Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომან გოცირიძე: „ახალი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა არის გზა უკან, სოციალიზმისკენ"


რომან გოცირიძე
რომან გოცირიძე

„ახალი პრემიერ-მინისტრი არის კაცი ძველმოდური იდეებით. მისი ყველა იდეა არის უკან დახევა იმ მოდელისგან, იმ ეკონომიკური რეფორმებისგან, რომლებმაც საქართველოს სახელი მოუტანა და ისტორიაში შევიდა, როგორც ქართული ექსპერიმენტი“, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელმა რომან გოცირიძემ მთავრობის ახალი კაბინეტისათვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მიმდინარე სხდომაზე. რომან გოცირიძის შეფასებით, მამუკა ბახტაძის მიერ წარმოდგენილი ეკონომიკური პოლიტიკა არის გზა უკან, სოციალიზმისკენ, ახალი მთავრობა კი - დრომოჭმული, ამორტიზებული და არაფორმალური მმართველის თვალებში მაცქერალი.

“ხალხი მოითხოვდა არა კვირიკაშვილის და ჯანელიძის გადადგომას, არამედ ხალხი მოითხოვდა მთელი მთავრობის შეცვლას. ხალხი პირველ რიგში მოითხოვდა ძალოვანი მინისტრების შეცვლას და იმ ადამიანების შეცვლას, რომლებმაც უსამართლო და ძალადობრივ სისტემას ჩაუყარეს საფუძველი. საპროტესტო გამოსვლების მთავარი ლოზუნგი იყო - სისტემა უნდა დაინგრეს! ძალადობრივი სისტემის შემქმნელები კი უკლებლივ ყველანი რჩებიან - ძალოვნები, იუსტიციის მინისტრი, სოზარ სუბარი, რომელიც ერთ დროს სასჯელაღსრულების მინისტრი იყო და ვანო მერაბიშვილის საკნიდან უკანონო გაყვანაში მიიღო მონაწილეობა; ხორავას ქუჩაზე ბავშვების საზარელ მკვლელობასთან დაკავშირებული ერთ-ერთი პირი სწორედ მასთან მუშაობდა და ირიბად რაღაცნაირად დაკავშირებული იყო ამ მოვლენებთან“. - განაცხადა რომან გოცირიძემ, რომელიც ფიქრობს, რომ საზოგადოების სამართლიან პროტესტს ხელისუფლებამ უსამართლოდ და ცინიკურად უპასუხა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG