Accessibility links

დე ფაქტო რეჟიმებს ერგნეთის და გალის შეხვედრების პერიოდულობის შემცირება სურთ


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო დიკსუსიის 44-ე რაუნდზე აფხაზურმა, ოსურმა და რუსულმა დელეგაციებმა მიუთითეს, რომ შემცირებულია ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სხდომების პრაქტიკული უკუგება. რუსულმა მხარემ ქართული მხარე დაადანაშაულა მცდელობაში, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენელთა მხარდაჭერით, აგრესიული პოლიტიკური პიარით შეცვალოს სტაბილურობის განმტკიცებისკენ მიმართული სერიოზული პროფესიონალური მუშაობა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჟენევის დისკუსიის 44-ე რაუნდის შემდეგ გავრცელებული ინფორმაციით, ქართული მხარე მუდმივად იჩენს უპატივცემულობას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრებისა და ამ რესპუბლიკების სახელისუფლებო ორგანოების მიმართ. ამავე სამინისტროს ინფორმაციით, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ასეთი მდგომარეობა მიუღებელია და გამოთქვეს მოსაზრება, რომ უნდა შემცირდეს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების სხდომების პერიოდულობა

„სამწუხაროდ, კონსტრუქციული საუბარი ვერ შედგა ძალის არგამოყენების შესახებ დისკუსიის მონაწილეთა ერთობლივი განცხადების პროექტზე, რადგან ქართულმა მხარემ მოითხოვა მუშაობის გაგრძელება მიუღებელ ამერიკულ ვარიანტზე, რომელიც ფაქტობრივად, დოკუმენტს მიღმა ტოვებს აფხაზებს და ოსებს“ - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარში. მისივე ინფორმაციით, რუსეთის, აფხაზეთის დ სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა მიუღებელი უწოდეს რეგიონში ნატოს აქტივობის გაძლიერებას, რაც სერიოზულად ემუქრება რეგიონის უსაფრთხოებას და ხაზი გაუსვეს, რომ შესაბამისი, საპასუხო ზომების მიღების უფლებას იტოვებენ.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG