Accessibility links

მაისში შემცირდა გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი ქართველების რაოდენობა


სხვადასხვა ქვეყნის მიგრანტები გერმანიის საზღვართან

საქართველო რჩება ათეულში იმ ქვეყნებისა, რომელთა მოქალაქეები გერმანიაში ყველაზე ხშირად ითხოვენ თავშესაფარს. გერმანიის მიგრაციის და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ჩამონათვალში, რომელიც მიმდინარე წლის მონაცემებს ეფუძნება, პირველ ხუთეულში არიან: სირია, ერაყი, ნიგერია, ავღანეთი და ირანი. მათ მოსდევენ თურქეთი, ერიტრეა და სომალი. საქართველო მე-9 ადგილზეა, ხოლო მეათეზე ერთად არიან ჯერჯერობით დაუდგენელი ქვეყნების მოქალაქეები.

ოფიციალური სტატისტიკით, 2018 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით გერმანიაში თავშესაფარი ითხოვა საქართველოს 2263-მა მოქალაქემ, რაც 111%-თ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2017 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით, გერმანიაში თავშესაფრს ითხოვდა საქართველოს 1069 მოქალაქე. ამასთან, თუ 2018 წლის აპრილში თავშესაფრის მთხოვნელი ქართველების რაოდენობა 295 იყო, მაისში ეს მაჩვენებელი 41%-ით შემცირდა და 174 შეადგინა.

საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთა თითქმის 100% გერმანიისგან უარს იღებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG