Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის არმია უტევს "დეესკალაციის ზონად" გამოცხადებულ რაიონებს


სირიის სამხრეთ-დასავლეთში მეამბოხეთა მიერ კონტროლირებული რაიონებიდან გაიქცა ათასობით ადამიანი, მას შემდეგ, რაც ამ მიმართულებით შეტევა დაიწყეს სამთავრობო ძალებმა. ასადის არმია ხმელეთიდან და ჰაერიდან უტევს იორდანიის საზღვრის და ისრაელის მიერ ოკუპირებული გოლანის მაღლობის მახლობლად მდებარე რაიონებს. სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 48 საათის განმავლობაში დერაას პროვინცია დატოვა 12 500-მდე ადამიანმა. სირიის ის რაიონები, რომლებსაც ამჟამად უტევენ ასადის მხარდამჭერი ძალები, აშშ-ის და რუსეთის შეთანხმებით გამოცხადებულია დეესკალაციის ზონებად. ვაშინგტონმა განაცხადა, რომ შეთანხმების დარღვევას მკაცრი და ადეკვატური ზომებით უპასუხებს.

XS
SM
MD
LG