Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა "დროებითი მთავრობის" წევრები დანიშნა


მამუკა ბახტაძე. 2018 წლის 21 ივნისი
მამუკა ბახტაძე. 2018 წლის 21 ივნისი

საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალურად შეუდგა მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობას. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძემ ხელი მოაწერა მინისტრების დანიშვნის ბრძანებებს.

მთავრობის შემადგენლობა, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობამ ნდობა 20 ივნისს გამოუცხადა, დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში იმუშავებს. მას შემდეგ, რაც კანონმდებლობაში აისახება პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივა სამინისტროების 14-დან 11-მდე შემცირების შესახებ, ის პარლამენტს წარუდგენს მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG