Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკომ პუტინს მოუწოდა, გაათავისუფლოს უკრაინელი მძევლები


უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მიმართა, პატიმრობიდან გაათავისუფლოს უკრაინის მოქალაქეები. პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას პოროშენკომ პუტინს მოუწოდა, გაათავისუფლოს უკრაინელი მძევლები, რომლებიც რუსეთს ჰყავს თავის საპატიმროებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე. პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია უკრაინის ომბუდსმენის დაშვება ოლეგ სენცოვთან და სხვა უკრაინელ პატიმრებთან. კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, პუტინის და პოროშენკოს სატელეფონო საუბარი უკრაინული მხარის ინიციატივით შედგა და შეეხებოდა დაკავებულ პირთა გაცვლის საკითხს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG