Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერი და უმრავლესობა მთავრობის სტრუქტურას ათანხმებენ


თამარ ჩუგოშვილი
თამარ ჩუგოშვილი

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დაიწყო კონსულტაციები უმრავლესობის ბიუროსთან მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც მალე პარლამენტში იქნება წარდგენილი - ამის შესახებ კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა. მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები მთავარ განსახულველ თემად დასახელდა ახალ პრემიერსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის 21 ივნისს გამართული შეხვედრის ფარგლებში. შეხვედრა „ქართული ოცნების“ ოფისში გაიმართა.

„დღევანდელი შეხვედრა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმის განხილვას, სტრუქტურულად სწორად როგორ უნდა ჩამოყალიბდეს მთავრობა - რა უწყებები გვჭირდება, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს. ჩვენი მიზანია, რომ შემცირდეს გადაწყვეტილებების მიღებისა და მოსახლეობისთვის სერვისების მიწოდების დრო და იყოს მუშაობა ბევრად უფრო ეფექტური“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. მისი თქმით, აქამდე არსებობდა სირთულეები დაანონსებული ახალი პროგრამებისა და სხვა სიახლეების დროულად განხორციელების კუთხით. პირველი ვიცე-სპიკერის ინფორმაციით, 21 ივნისს პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შეხვედრას არ ესწრებოდა პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG