Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრის შემოწირულებას აუდიტის სამსახური შეისწავლის


მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე

სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეისწავლის საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ 2012 წლის აგვისტოში, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ შემოწირულების სახით 20 ათასი ლარის გადარიცხვის საკითხს. გენერალური აუდიტორის, ირაკლი მექვაბიშვილის ინფორმაციით, აუდიტის სამსახურს არასამთავრობო სექტორმა მიმართა. „არსებობს კითხვები, არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. ჩვენ მოვახდენთ საკითხის შესწავლას, ექსპერტიზას და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში არგუმენტირებულ პასუხს გავცემთ“ - განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა. ამ კვირაში, პარლამენტში გამოსვლისას მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მოხდა მისი საბანკო ანგარიშის ტექნიკურად გამოყენება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG