Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-მ გადადო "ბასიანში" საგამოძიებო მოქმედების ჩატარება


საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, 22 ივნისს სამინისტროს წარმომადგენლებმა მიმართეს შპს „ბასიანის“ ადმინისტრაციას მოსამართლის 24 მაისის განჩინებით, რომლის მოქმედების ვადა 30 დღეა და განუმარტეს, რომ ამ განჩინების საფუძველზე უნდა განხორციელებულიყო საგამოძიებო მოქმედებები საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაციის ამოღების მიზნით. შსს- ცნობითვე, მისი წარმომადგენლებისთვის ადმინისტრაციას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამასთან, სამინისტრო აცხადებს, რომ საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაატარა, რადგან მოსამართლის განჩინებაში მითითებული იყო შპს „ბასიანის“ ძველი საიდენტიფიკაციო კოდი და ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ განხორციელდება კლუბიდან საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაციის ამოღება.

XS
SM
MD
LG