Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანი ავღანეთში თავდასხმებს განაგრძობს


ავღანეთის უშიშროების 18 თანამშრომელი და 2 სამოქალაქო პირი დაიღუპა თალიბანის თავდასხმების შედეგად ბაღდისისა და ყანდაარის პროვინციებში. ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით თალიბანის მებრძოლებმა შეტევები 22 ივნისის დილას განახორციელეს. ეს თავდასხმები, როგორც ჩანს, ნაწილია უფრო ფართომასშტაბიანი შეტევისა, რომელიც ორი დღის წინ დაიწყო და რომლის შედეგადაც ავღანეთის 7 პროვინციაში ავღანეთის უშიშროების 87 წევრი დაიღუპა. სამთავრობო ძალებმა და თალიბანმა გასულ კვირას სამდღიანი ზავი გამოაცხადეს რამადანის დასასრულის აღსანიშნავად. მთავრობამ მას შემდეგ ზავის გაგრძელება სცადა, თუმცა თალიბანმა ამაზე უარი განაცხადა და 17 ივნისს თავდასხმები ახალი ძალით განაახლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG