Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელი ევროპას მოუწოდებს აღკვეთოს ირანის „აგრესიული ტენდენციები“


გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ევროპას მოუწოდა „დაუყოვნებლივ“ მიიღონ ზომები ახლო აღმოსავლეთში ირანის „აგრესიული“ მოქმედებების აღსაკვეთად. „ირანის აგრესიული ტენდენციები არა მხოლოდ უნდა განვიხილოთ არამედ სასწრაფოდ უნდა მოვნახოთ მისი აღკვეთის გზები“ - განაცხადა მან 21 ივნისს, იორდანიის მეფე აბდულასთან შეხვედრის შემდეგ. მერკელმა დასძინა, რომ, მართალია, ევროპის ქვეყნებს სურთ შეინარჩუნონ 2015 წლის ხელშეკრულება ირანთან, მაგრამ მათ აშფოთებთ ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამა, მისი ქმედებები სირიაში და მისი როლი იემენის სისხლიან სამოქალაქო ომში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG