Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა 50 ათასიან გირაოს ითხოვს მეტრო „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის ფაქტზე პასუხისგებაში მიცემული პირებისთვის


მეტროს სადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის ფაქტზე პროკურატურამ პასუხისგებაში მისცა „ყვარელრემმშენის“ დირექტორი და ინჟინერი და ბრალი წაუყენა სარემონტო სამუშაოების პროექტის ავტორს. ბრალდებულები არ დაუკავებიათ და პროკურატურა სასამართლოს მათთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. „ყვარელრემმშენის“ დირექტორსა და ინჟინერს ბრალი სამშენებლო სამუშაოების უხარისხოდ წარმოებასა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო აქვთ წაყენებული. ბრალის წაყენების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი კი ექსპერტიზის დასკვნა გახდა. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, პროკურატურა თითოეული ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 ათას ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს. პროკურატურაში ასევე ცალკე წარმოებად რჩება ამავე ფაქტზე საჯარო მოხელეების მიმართ მიმდინარე საქმეც. როგორც ცნობილია, სარემონტო სამუშაოების ხარისხი მერიის სატრანსპორტო სამსახურს უნდა გაეკონტროლებინა. ამ ეტაპზე ამ კუთხით საგამოძიებო უწყებას პასუხისგებაში არავინ ჰყავს მიცემული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG