Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეტრო „ვარკეთილის“ ჭერის ჩამონგრევის საქმეზე ბრალდებულებს 35-35 ათასლარიანი გირაო შეეფარდა


მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ჭერის ჩამონგრევის საქმეზე ბრალდებულ სამივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით 35-35 ათასლარიანი გირაო შეეფარდა. მოსამართლემ არ გაიზიარა ბრალდების შუამდგომლობა, რომელიც ბრალდებულებისთვის 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითვალისწინებდა. თავის მხრივ, პროკურორების შუამდგომლობას ეწინააღმდეგებოდა დაცვის მხარე. ადვოკატები გირაოს სახით უფრო ნაკლები თანხის შეფარდებას ითხოვდნენ, თუმცა საბოლოოდ, მოსამართლემ სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 35 000 ლარის ოდენობის გირაო ს გადახდა დააკისრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG