Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძიძას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება


ძიძას, რომელიც 6 თვის ტყუპ და-ძმას სისტემატურად სცემდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას თავისუფლების 2 წლამდე აღკვეთა ემუქრება.

1971 წელს დაბადებული ი.ტ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა მცირეწლოვნებზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. პოლიციას ჩვილების დედამ მიმართა. გამოძიების თანახმად, ძალადობრივი ქმედება ბინაში ოჯახის წევრების მიერ ფარულად დამონტაჟებულმა ვიდეოსათვალთვალო კამერამ ჩაიწერა.

XS
SM
MD
LG