Accessibility links

გაერო მოუწოდებს რუსეთს გიაყვანოს ჯარები დნესტრისპირეთიდან


გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა ბრიტანეთის, მოლდავეთის, საქართველოს, უკრაინისა და კიდევ შვიდი სახელმწიფოს ინიციატივით შექმნილ რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს თავისი ჯარები სეპარატისტული დნესტრისპირეთის რეგიონიდან. რეზოლუციას, რომელსაც არ აქვს დამავალდებულებელი ძალა, 22 ივნისს 65-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. წინადადებას არ მიემხრო 15-ი ქვეყანა, მათ შორის: რუსეთი, ირანი, სომხეთი, ბელოუსია და ჩრდილოეთ კორეა. გენერალურ ასამბლეაში 193-ი ქვეყანა შედის, დნესტრისპირეთის შესახებ რეზოლუციის კენჭისყრაში არ მონაწილეობდა 83-ი დელეგატი. გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილემ, დმიტრი პოლიანსკიმ კენჭისყრის შემდეგ განაცხადა, რომ რეზოლუცია ძირს უთხრის ეუთოს ძალისხმევას, რომელიც დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოწესრიგებისკენაა მიმართული. დნესტრისპირეთი მოლდოვეთს 1990 წელს სეპარატისტული კონფლიქტის შემდეგ გამოეყო. 1992 წლიდან დნესტრისპირეთში მშვიდობას რუსი ცისფერჩაფხუტიანები იცავენ.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG