Accessibility links

კოსოვოში ზეიმით აღნიშნეს სერბიის ნაკრების დამარცხება შვეიცარიასთან


კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში მოსახლეობამ ზეიმით აღნიშნა სერბიის ნაკრების დამარცხება შვეიცარიასთან, რომლის შემადგენლობაში ორი გოლი ეთნიკურმა ალბანელებმა - გრანიტ ხაკამ და ხერდან შაქირიმ გაიტანეს. 22 ივნისს რუსეთის ქალაქ კალინინგრადში, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის „ე“ ჯგუფის შეხვედრა 2:1 დასრულდა შვეიცარიის სასარგებლოდ. თავის მხრივ აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა იმ ჟესტიკულაციას, რომლითაც ხაკამ და შაქირიმ გამოხატეს გოლების გატანით გამოწვეული სიხარული. ორივემ ცალ-ცალკე, ხელების გადაჯვარედინებით გამოსახეს ორთავიანი არწივი, რაც ალბანეთის დროშის სიმბოლოა. „ფეხბურთი არასოდეს უნდა აურიოთ პოლიტიკაში“, - უსაყვედურა თავის მოთამაშეებს შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელმა, ვლადიმირ პეტკოვიჩმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG