Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა მოუწოდა რუსეთს, ალაგმოს სირიის მოქმედებები „დეესკალაციის ზონაში“


ვაშინგტონი მოუწოდებს რუსეთს, რათა ალაგმოს მისი სტრატეგიული მოკავშირე სირია, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ააქტიურებს იერიშებს სირიელ მეამბოხეებზე ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში, სადაც მდებარეობს „დეესკალაციის ზონა“ შარშანდელი საერთაშორისო შეთანხმებით. სირიელი მეამბოხეების ცნობით, ბაშარ ალ ასადის არმიის შვეულმფრენებმა 22 ივნისს კვლავ ჩამოყარეს „კასრის ბომბები“ ოპოზიციის სამხედრო ძალების პოზიციების მახლობლად. გაეროში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ სირიის სამთავრობო ჯარების მიერ წამოწყებული სამხედრო ესკალაცია ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მიღწეული შეთანხმების დარღვევას, რასაც შედეგად უკვე მოჰყვა 11 ათასი სამოქალაქო პირის მხრიდან საკუთარი საცხოვრებელი სახლების დატოვება დეესკალაციის რაიონში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG