Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის თალიბანმა აირჩია ახალი ლიდერი


მულა ფაზლულა პაკისტანელ თალიბებთან ერთად
მულა ფაზლულა პაკისტანელ თალიბებთან ერთად

პაკისტანის თალიბანმა აირჩია ახალი ლიდერი, ცოტა ხნის წინ მოკლულ მულა ფაზლულას ნაცვლად, რომელიც აშშ-ის ავიაციამ გაანადგურა ავღანეთის ტეროტორიაზე განხორციელებული იერიშის შედეგად. თალიბანმა დაადასტურა, რომ მისი პაკისტანის ფრთის ლიდერი 14 ივნისს დაიღუპა ავღანეთის პროვინცია კუნარში. მოკლული ლიდერის ნაცვლად პაკისტანის თალიბანის ახალ მეთაურად აირჩიეს ნურ ვალი მეჰსუდი. იგი წარმომადგენელია „მეჰსუდების“ ერთ-ერთი გავლენიანი კლანისა, რომელიც დომინირებს ჩრდილოეთ და სამხრეთ ვაზირისტანში. ეს ორი ყველაზე უკონტროლო რაიონები ავღანეთის თალიბანის მოკავშირე ჰაყანის ქსელისა და პაკისტანის თალიბანის ერთ-ერთ ყველაზე მძლავ დასაყრდენს წარმოადგენს. მიჩნეულია, რომ მეჰსუდს მჭიდრო კავშირები აქვს ჰაყანის ქსელთან, პაკისტანში მოქმედ ძლიერ უკანონო დაჯგუფებასთან, რომელმაც რამდენიმე სისხლიანი თავდასხმა განახორციელა ავღანეთში.

XS
SM
MD
LG