Accessibility links

აშშ-ის პრეზიდენტი სავაჭრო ომის გაძლიერებით ემუქრება ევროკავშირს


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმუქრება, რომ 20%-ით გაზრდის საბაჟო განაკვეთს ევროკავშირიდან იმპორტირებულ ყველა სახის ავტომობილზე. ამის თაობაზე ტრამპი იუწყება, საკუთარი „ტვიტერის“ საშუალებით გავრცელებულ ცნობაში, რომლის ფონია ევროკავშირის მიერ შემოღებული კონტრსანქციის ამოქმედება ვაშინგტონის მიერ ევროპულ ალუმინსა და ფოლადზე საბაჟო მოსაკრებელის გაზრდის პასუხად. „თუ ყველა ტარიფი და ბარიერი მოკლე დროში არ მოიხსნება და განადგურდება, ჩვენ შემოვიღებთ 20%-იან ტარიფს აშშ-ში შემოტანილ ყველა ავტომობილზე. გააკეთეთ ისინი აქ“, - დაწერა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. დღემდე ევროკავშირიდან აშშ-ში შემოტანილ მსუბუქ ავტომობილებზე საბაჟო მოსაკრებელი შეადგენს 2,5%-ს, ხოლო პიკაპებზე - 25 %-ს. თავის მხრივ ევროკავშირი აშშ-ში წარმოებულ ყველა ავტომობილის განსაბაჟებლად 10%-ს ღებულობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG