Accessibility links

გია გაჩეჩილაძე ასახელებს სამინისტროებს, რომელთა გაერთიანებაც გადაწყვეტილია


მთავრობის კანცელარია

„ამ ეტაპზე კულტურა, განათლება და სპორტი იქნება ერთად; შერიგებისა და დევნილთა სამინისტრო გაერთიანდება, გარკვეული სექტორები კი, რომლებიც ჯანდაცვასთანაა დაკავშირებული, გადავა ჯანდაცვის სამინისტროში; მთელი სამშენებლო სექტორი, ის რაც დაკავშირებულია სწრაფ განვითარებასთან, მშენებლობებთან სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს სკოლების მშენებლობა, ციხეების მშენებლობა, დევნილებისათვის სახლების მშენებლობა თუ სხვა, მოექცევა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ქვეშ. ეს, რა თქმა უნდა, კორუფციის რისკებსაც გამორიცხავს-ერთ ხელში იქნება მოქცეული ყველაფერი. პერსონებზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი, მთავარია ჯერ სტრუქტურული რეორგანიზაცია მოხდეს. მხოლოდ ამის შემდეგ დაკომპლექტება მთავრობა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, გია გაჩეჩილაძემ მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის საკითხებზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პრემიერ-მინისტრთან გამართული კონსულტაციების დასრულების შემდეგ. მისივე განმარტებით, შეხვედრაზე სახელმწიფო მდივნის ინსტიტუტის შემოღებაზე აღარ უსაუბრიათ, რადგან მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ გაერთიანებული სამინისტროს ფარგლებში დარგობრივ მიმართულებებს განსაკუთრებული კურაციის ფუნქციის მატარებელი მოადგილეები წარუძღვებიან.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG