Accessibility links

ათასობით ადამიანმა გააპროტესტა კიშინიოვის მერის არჩევნების შედეგების გაუქმება


ათასობით ადამიანმა გააპროტესტა მოლდავეთის დედაქალაქ კიშინიოვის მერის არჩევნების შედეგების გაუქმება. 24 ივნისს დემონსტრაციის მონაწილეებმა მარშით გაიარეს ქალაქის მუნიციპალიტეტიდან მოლდავეთის პარლამენტის შენობამდე. აქციის მონაწილეებს ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერებით: „ქურდები“! და „ჩემი ხმა მოიპარეს!“ დემონსტრაცია მოეწყო მას მერე, რაც მოლდავეთის სააპელაციო სასამართლომ 21 ივნისს დაასკვნა, რომ გააუქმა 3 ივნისს ჩატარებული არჩევნების შედეგები, რომელშიც პროევროპულად განწყობილმა ანდრეი ნასტასემ დაამარცხა სოციალისტური პარტიის კანდიდატი იონ ჩებანი. ჩებანი რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობის მოწოდებით გამოდის. სასამართლომ არჩევნების შედეგების გაუქმების მიზეზად დაასახელა მერობის ორივე კანდიდატის მიერ საარჩევნო კანონის დარღვევა.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG