Accessibility links

რუსთავის მერიის სიახლოვეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს


სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს რუსთავში, კოსტავას ქუჩის 18 ნომრიდან, რომელიც ქალაქის მერიის გვერდით მდებარეობს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა რუსთავში მთლიანად აპარატი მოიპარეს - უთხრეს რადიო თავისუფლებას რუსთავის პოლიციის მეორე განყოფილებაში.

აპარატი მცირე მარკეტის შესასვლელთან იდგა. მაღაზიის თანამშრომელმა, ეკატერინე კვიციანმა რადიო თავისუფლებას უამბო, რომ სავაჭრო ობიექტი გვიან საღამოს დაკეტა და აპარატი, რომელიც "თიბისი ბანკმა" მაღაზიას ერთი წლის წინ მიაწოდა, ადგილზე იყო.

გარშემო სათვალთვალო კამერები არ აყენია. საქმე აღძრულია ქურდობის ფაქტზე. პოლიციის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში რუსთავში რამდენიმე აპარატი გატეხეს ძირითადად, არასრულწლოვნებმა.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG