Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარგველაშვილმა ერდოანს მიულოცა არჩევნებში გამარჯვება


გიორგი მარგველაშვილი, ილჰამ ალიევი და რეჯეპ ტაიპ ერდოანი. 2015 წლის მარტი
გიორგი მარგველაშვილი, ილჰამ ალიევი და რეჯეპ ტაიპ ერდოანი. 2015 წლის მარტი

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა რეჯეპ ტაიპ ერდოანს მიულოცა თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხელმეორედ გამარჯვება.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თურქმა ხალხმა ხმა მისცა ქვეყნის შემდგომ განვითარებას, მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, რათა უზრუნველყონ სამომავლო კეთილდღეობა და წარმატება. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ჩვენ თქვენი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული წინსვლის მომსწრენი გავხდით. მწამს, რომ თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდში თურქეთის რესპუბლიკა წარმატებული განვითარებისათვის ახალ სიმაღლეებს მიაღწევს” - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის წერილში, რომელიც მის ოფიციალურ ვებსაიტზეა გამოქვეყნებული. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ „საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას მრავალწლიანი მეგობრობა, ძლიერი კულტურული კავშირები და წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებთ“ და ორი ერი ყოველთვის ერთად იდგა ახალი მიღწევების და კეთილდღეობის სადარაჯოზე.
„ჩვენი მტკიცე პარტნიორობის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ არაერთ წარმატებას, ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა. გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და დიდ წარმატებას ყველა სამომავლო საქმიანობაში, რომელსაც მეგობარი თურქი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის წამოიწყებთ" - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მისალოც წერილში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG