ერევანში კვლავ მოითხოვენ ქალაქის მერის, ტარონ მარქარიანის გადადგომას. დილით აქტივისტებმა დაბლოკეს მერიის მთავარი შესასვლელი, რომელიც მოგვიანებით თავადვე გახსნეს. ამჯერად, საპროტესტო აქციის საფუძველი გახდა სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანაშემწის, არენ მკრტიჩიანის მიერ ინიცირებული გამოძიება, რომლის თანახმად, სახელმწიფო თანამდებობებზე მუშაობით ტარონ მარქარიანმა საკმაოდ დიდი ქონება დააგროვა. ერევნის მერიასთან ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს განუცხადეს, რომ პროტესტის გამოხატვას დროებით წყვეტენ, რადგან პრემიერ-მინისტრის თანაშემწის, არენ მკრტიჩიანის განმარტებით, მარქარიანის საქმეს უსაფრთხოების სამსახური გამოძიებს. გასული ორი თვის განმავლობაში ერევანში რამდენჯერმე გაიმართა საპროტესტო აქციები მერის თანამდებობიდან რესპუბლიკელი ტარონ მარქარიანის გადადგომის მოთხოვნით.
ერევანში მოითხოვენ ქალაქის მერის გადადგომას