Accessibility links

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის ახალ სტრუქტურას ხვალ წარმოადგენს


მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, 26 ივნისს, მთავრობის სხდომაზე წარმოადგენს მთავრობის ახალ სტრუქტურას. „დეტალურად ვისაუბრებთ, როგორი ახალი სტრუქტურით წარვდგებით პარლამენტის წინაშე. მე შემიძლია დავადასტურო, რომ სამინისტროების რაოდენობა არ იქნება 11-ზე მეტი, როგორც განვაცხადე. ეს არის ოპტიმალური რაოდენობა იმისთვის, რომ ეფექტურად გავუმკვლავდეთ გამოწვევებს, რომელიც არსებობს“ - განუცხადა 25 ივნისს, ჟურნალისტებს მამუკა ბახტაძემ. მისივე თქმით, ახალი სტრუქტურის პრეზენტაციისას დეტალურად განმარტავს, რომელი კომპონენტი სად გადავა და როგორ მოხდება ოპტიმიზაცია. პრემიერ-მინისტრმა კვლავ არ უპასუხა შეკითხვას, დარჩება თუ არა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მთავრობის მომავალ შემადგენლობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG