თურქეთის პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევნებში, რომელიც 24 ივნისს საქართველოს ტერიტორიაზეც, თურქეთის საკონსულოებში გახსნილ უბნებზე ჩატარდა, უმრავლესობამ ხმა არ მისცა რეჯეპ ტაიპ ერდოანს და მის პარტიას.
თურქეთის საარჩევნო ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული მონაცემებით, საქართველოში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეების 49,32%-მა ხმა მისცა პრეზიდენტობის ოპოზიციონერ კანდიდატს „რესპუბლიკური პარტიიდან,“ მუჰარემ ინჯეს. ერდოანს მხარი დაუჭირა 36,22%-მა. საპარლამენტო არჩევნებში „რესპუბლიკურ პარტიას“ ხმა მისცა 37,24%-მა, ხოლო ერდოანის „სამართლიანობის და განვითარების პარტიას“ 28,74%-მა. საარჩევნო უბნები გახსნილი იყო თბილისსა და ბათუმში.