Accessibility links

ეუთოს შეფასებით, თურქეთში არჩევნები არათანაბარ პირობებში ჩატარდა


ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შეფასებით თურქეთში ოპოზიციის და მმართველი პარტიის კანდიდატები საარჩევნო კამპანიას არათანაბარ პირობებში აწარმოებდნენ. ეუთოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი დასკვნით, მოქმედი პრეზიდენტი ერდოანი და მისი პარტიის წევრები სარგებლობდნენ გაუმართლებელი უპირატესობებით, მათ შორის მედიასაშუალებებით. ეუთოს მისიის შეფასებითვე, არჩევნებზე გავლენა მოახდინა თურქეთის ხელისუფლების მიერ ძირითადი თავისუფლებების შეზღუდვამ.

24 ივნისს თურქეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 52%-ით გაიმარჯვა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, მმართველმა „სამართლიანობის და განვითარების პარტიამ“ კი საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი, ხმების 42% მიიღო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG