Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარადონას განმარტება - კისრის ტკივილი და გულის უკმარისობა


დიეგო მარადონამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის საავადმყოფოში გადაიყვანეს არგენტინისა და ნიგერიის ნაკრებების მატჩის დასრულების შემდეგ.

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრა 26 ივნისს გაიმართა სანქტ პეტერბურგში. არგენტინამ 2:1 მოიგო და მერვედფინალში გავიდა. შეხვედრას მარადონაც დაესწრო და ზედმეტი ემოციურობით რამდენიმეჯერ მიიქცია ყურადღება.
თამაშის დასრულების შემდეგ კი თანმხლები პირების დახმარება დასჭირდა ტრიბუნიდან გასასვლელად.

გავრცელდა ხმები, რომ ლეგენდარული ფეხბურთელი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო და ზედოზირების გამო გახდა შეუძლოდ. მარადონამ დაადასტურა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ მართლაც დასჭირდა ექიმის დახმარება, ოღონდ იმის გამო, რომ კისერი ასტკივდა და ამას გულის უკმარისობაც დაერთო.

„შესვენებისას ექიმმა გამსინჯა. სასწრაფოდ სახლში წასვლა და დასვენება მირჩია, მაგრამ აბა როგორ შემეძლო ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის მიტოვება“ - დაწერა დიეგომ სოციალურ ქსელში.
სანქტ-პეტერბურგიდან მარადონა მოსკოვში ჩაფრინდა კერძო თვითმფრინავით, ბრაზილიისა და სერბეთის თამაშზე დასასწრებად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG